სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ოდნავ მაინც რომ ჰქონდეს პროფესიული ან პიროვნული თავმოყვარეობა, საჩქაროდ უნდა წაიღოს უკან თავისი განცხადება და მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს კომიკურ სიტუაციაში იგდებს, – ასე შეაფასა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა დადასტურებულმა შემთხვევამ 728 შეადგინა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უკვე 509-ს შეადგენს.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა. მინისტრის განცხადებას სომხური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა.
2020 წლის 20 მაისიდან თურქეთმა ზოგიერთი ქვეყნიდან დაიწყო პაციენტების მიღება სამკურნალოდ. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ანტისხეულების 30 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალ კორონავირუსზე გამოკვლევების რიცხვი, გაუტოლდება ევროპის ლიდერის, გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს და თუკი ადრე დღის განმავლობაში ორი-სამი ასეული ტესტი ტარდებოდა, ახლა უკვე 1500-ს გადაცდა ჩატარებული ტესტების რაოდენობა და მალე 3 000 იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი ამერიკაში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მთავარი სამეცნიერო სახე გახდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მარნეულში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ამ დრომდე გამოვლენილი კორონავირუსის 32% ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტზე მოდის და აქედან გამომდინარე აუცილებელია აქტიური თერმოსკრინინგის პროცესის განახლება და ადგილობრივებთან, ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან მეტი კომუნიკაცია.
განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 207 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურების ყველა შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება. ერთი ახალი შემთხვევა კი, თეთრიწყაროში გუშინ დადასტურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.