ჯანმრთელობა

საქართველოში დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება. პაატა იმნაძე საქართველოში პირველია, ვინც აიცრა, თან საჯაროდ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.

სრულად...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დილით დაეშვა.

სრულად...

ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების კითხვას, ავსტრიის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიასა და ლუქსემბურგის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერების თაობაზე.

სრულად...

საქართველო შაბათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს ეტაპობრივად მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

ბოლო ერთი კვირაა, ვაკვირდებით, რომ დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მცირედით, მაგრამ იმატებს, პარალელურად პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა 43%-ზე, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ შეიძლება კვლავ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სრულად...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა.

სრულად...

დღეს შედგა სატელეფონო კომუნიკაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან, ასევე კოვაქსის წარმომადგენელთან - ეს იყო ის შეხვედრა, სადაც უნდა დაზუსტებულიყო დამატებითი პირობები ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.

სრულად...

მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია. სამწუხაროდ, წარმოებამ ისე ვერ მოახერხა გაფართოება, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

სრულად...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ალოკაციის სქემა 140 ქვეყანას მოიცავს, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები პირველ ეტაპზე მიეწოდება.

სრულად...

მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს, – განაცხადა თემის კომენტირებისას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი