საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 485 პაციენტიდან უკვე 149 გამოჯანმრთელდა, იტყობინება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი.
გვყავდა პაციენტები, რომლებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებსაც არ გადაედოთ კორონავირუსი, ცოტა რთულად არის გასაგები ეს თავისებურება; დაუდგენელია კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ ავადდება ზოგიერთი ადამიანი და ზოგი კი, არა, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა-ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, მწეველებსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლებში გართულებების რისკები უფრო მაღალია და ახლა ყველაზე კარგი დროა მოწევისთვის თავის დასანებებლად. ამის შესახებ გულმკერდის ქირურგთა საზოგადოება გვაფრთხილებს.
ა.წ. 17 აპრილს, ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, Facebook-ზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გურული მანამდეც აქვეყნებდა ტენდენციურ განცხადებებს ჩვენს ქვეყანაზე, პოლიტიკურ სპექტრზე, ჯანდაცვის სისტემაზე და სხვ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 402 შეადგინა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 95, გარდაცვლილი კი 4 პაციენტია. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა და მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება.
ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაიმუნებზე გამოცდა წარმატებით დაასრულეს, ყველა საცდელი ცხოველის ორგანიზმში ანტისხეულები გაჩნდა. კვლევის პირველადი შედეგები მეცნიერებმა ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა bioRxiv-ში გამოაქვეყნეს, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.