საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - აღნიშნულისi შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას მადლობას უხდის. მან გახარიას მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის გადაუხადა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 174 გახდა, განაცხადა თბილსის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 7-ით გაიზარდა და 155 გახდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ისევ 27-ს შეადგენს. ინფორმაციას ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
„ძალიან მორიდებით მითხარით, რომ რისკ-ჯგუფში ვარ, არა, ძალიან სერიოზულ რისკ-ჯგუფში ვყვები ორი რამის გამო - ერთი, რომ ვარ 72 წლის და მეორე, ახლა ეს არ არის სალაპარაკო, მაგრამ მე მაქვს თანმხლები, ქრონიკული, სერიოზული დაავადება, რომელიც ასევე დამატებითი რისკ-ფაქტორია თუ დაგემართა [კორონავირუსი], ასე რომ მე ასე ვთქვათ, ორი მაჩვენებლით ვექცევი აი ამ რისკ-ჯგუფში“, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ამის მიუხედავად, გამორიცხულია მისი კაბინეტიდან, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაშია, სხვაგან გადაინაცვლოს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი რომელიც მათ კლინიკაში ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კორონავირუსისგან განიკურნა და ის უკვე ბინაზე ეწერება.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი უკვე 23-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
2020 წ. 1 იანვრიდან 31 მარტამდე მსოფლიოში 3,220,595 ადამიანი გადამდები სნეულებებით, 2,037,519 კიბოთი, 1,726,000 ჰაერის დაბინძურებით, ხოლო 1,548,000 შიმშილით დაიღუპა“, აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა www.worldometer.info-ზე დაყრდნობით წერს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 103 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 20.
დიდიმ სტურუა სტუდენტია. ის საფრანგეთში სწავლობს და პარიზიდან საქართველოში 17 მარტს ჩამოვიდა. აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.