საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის. მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფას ახორციელებს, ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიმა“-ს, რომელმაც ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკმაყოფილება, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
2021 წლის 25 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მეექვსე მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა.
ღარიბ და მშიერ საზოგადოებაში ცეცხლის ანთება-გაჩაღება ყოველ მეორე პროვოკატორს შეუძლია და მათ შორის, ნიკა მელიასნაირ პროვოკატორებს, – განაცხადა პოლიტოლოგმა, ლევან ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
რუსული ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი კომპანია „OMV Petrom SA“ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობამ მოიწონა. ამით საქართველო შეურთდება იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ტკბილ ენაზე აჟღურტულდა“ მას შემდეგ, რაც სანქცირების საფრთხე იგრძნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.