დედაქალაქის ქუჩებში წუხანდელი ღამიდან უწყვეტად მიმდინარეობს გზების გაწმენდის და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოები.
მინდა, განსაკუთრებით მივმართო ჩემს მხარდამჭერებს დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისსა და თბილისში - არ დავრჩეთ სახლში! - ამის შესახებ მიმართვას სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი წალკისა და დმანისის ოლქიდან, ამჟამად კი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი კახაბერ ოქრიაშვილი ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, არტიომ იორდანიანმა საერთაშორისო ტურნირ "სტრანჟა"-ზე მეორე ორთაბრძოლა წარმატებით დაასრულა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.
ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ვერც დაიჭერდნენ. ეს კანონის და სახელმწიფოს გამოწვევა იყო, რამაც განაპირობა მისი პატიმრობა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ, მელიას გირაოს გადახდაზე უარი რომ არ ეთქვა, ვერავინ დააპატიმრებდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პავილიონისი მორალურად, პოლიტიკური კონტექსტის შესაბამისად მოიქცა, მან საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა და მისმა განცხადებებმა ზოგს თვალი აუხილა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.