დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტში, შიდა სახელმწიფოებრივი გზის ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, ჯვარი- ხაიშის ტერიტორიაზე მიწა კლდის შვავი ჩამოვიდა, რის შედეგადაც საავტომობილო მოძრაობა ჩაიკეტა.
„დღეს საკნის ოთხი კედელი სწორედ თავისუფლების ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა“, - „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე ნიკა მელიას ციხეში დაწერილი წერილი წაიკითხეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. შავღელეში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის და პირველ ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.
თბილისში, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მისულმა ანზორ მელიამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული ლიდერის, ნიკა მელიას მამამ, განაცხადა, რომ „ერთი ნათელი პიროვნება იყო შედარებით მთავრობაში, გახარია და ისიც გადადგა და დარჩა ამ მდინარაძეების და კობახიძეების ამარა“.
ოთხი თვეა, ვერ დაუმტკიცეს ვერც ქართულ საზოგადოებას, ვერც საერთაშორისო საზოგადოებას, თავიანთ ამომრჩევლებსაც კი, არჩევნების გაყალბება, ამ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და უსაფუძვლო განცხადებების გამო, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ვერ დაინიშნება, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.
თბილისში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების აქცია-მსვლელობაზე სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ მოუსმინოს იმ რჩევებს, რასაც მას აძლევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - გიორგი რურუა და ნიკა მელია საპატიმროდან და დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, თბილისში აქციას მართავენ, სახელწოდებით - „მსვლელობა თავისუფლებისთვის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.