შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ქუჩა N6-ში მდებარე შენობის პრივატიზაციის მიზანი სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დახმარებაა.
8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ავტობუსის ხაზებში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
8 თებერვლიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდება. მათ შორის, ცვლილება შეეხება ინტეგრირებულ N301 მარშრუტს.
(GUARDIAN.GE) - 2020 წლის აგვისტოში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებამ, რომ რუსეთს მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის პირველი ვაქცინა ჰქონდა, და ამ დროს მას ცდებიც კი არ დაესრულებინა, მსოფლიოში სკეპტიციზმი გამოიწვია, მაგრამ ახლა იგი შესაძლოა დიპლომატიურ დივიდენდებს იმკიდეს, რადგან რუსეთი უდიდეს მეცნიერულ მიღწევას განიცდის საბჭოთა კავშირის შემდეგ. ასე იწყებს „ბლუმბერგი“ თავის სტატიას სათაურით - „პუტინის ერთ დროს მასხრად აგდებული ვაქცინა, ახლა ფავორიტია პანდემიასთან ბრძოლაში“.
საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – დადასტურებული კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 26, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.