საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-8 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართა.
მე დავიბადე 1939 წელს. სულ ორი წლისა ვიყავი, როცა იმ დროს ევროპასა და ამერიკას მოდებული სენი – პოლიო დამემართა, რომელიც ზოგს ჰკლავდა, ზოგს ინდობდა და ზოგსაც სამუდამოდ უტოვებდა თავის წარუხოცელ კვალს. ორიოდ კუნთის ატროფიით მე მესამე კატეგორიაში მოვხვდი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრების სხდომები დაიწყო. საერთო კრებები გაიმართება 9 თებერვლამდე.
როცა ვიყავი მინისტრი, მაშინ დავსვი კითხვა, რომ უკვე რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, მეზობელი, კარგი ურთიერთობებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული საზღვრების დელიმიტაცია, იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები ჩვენს საზღვარზე. როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „იმედის“ ეთერში, დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს დავალებები მისცა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებას განახლებული სახით შეხვდება. დასასრულს უახლოვდება აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები, სადაც შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით„ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს ეწვია. მინისტრი წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
6 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში - კონტროლირებად ტერიტორიაზე - კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 246 თბილისში, 101 იმერეთში, 77 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.