შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტი გახსნეს. ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1978 წელს დაბადებული თ.ნ.
უკანასკნელ პერიოდში, საბანკო დაწესებულებებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
საქართველოში ჩატარდა არჩევნები, დადგა შედეგი და მე რომ ვიყო ქართველი ამომრჩეველი, მექნებოდა მოლოდინი, რომ ჩემი ხმა არ დაიკარგებოდა. ამიტომ, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრზეა დამოკიდებული, რომ პარლამენტში შევიდეს, აიღონ მანდატები და საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა „TV პირველთან“ საუბრისას.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.
გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი.
მსხვილმა ბიზნესმენებმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი გახარიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გამყარდა.
ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.