2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე და თუ რამე უბედურება არ დავატეხეთ საკუთარ თავს და სტაბილურად განვვითარდით, 2030 წლამდე ვიქნებით ყველაზე საინტერესო ოჯახის წევრი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში„ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას მიესალმება. ნათქვამია მაკრონის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში, რომლის ტექსტსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ელექტრონული არჩევნები არის ძალიან კარგი იდეა, ოღონდ გააჩნია, როგორ განხორციელდება, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, სოფელ შროშაში ახალი გვირაბი გაიჭრა. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში ბაზრობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.
დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში უამინდობის შედეგად შიდა სახელმწიფოებრივი გზის ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, ლატალსა და ბეჩოს შორის ე.წ. შყაბთან კლდის მასივი ჩამოინგრა, რის შედეგადაც საავტომობილო მოძრაობა ჩაიკეტა.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლიტიკიდან წასვლისა და ქონების დიდი ნაწილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.