შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო, ეს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარ არხს“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება მისცა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერის გიორგი გახარიასთვის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნის მისალოც წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა დამდეგი ახალი წელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცეს.
თუ ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობს უარს ამის გადამოწმებაზე? – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.
სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა მიულოცეს.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს, 23:00 საათიდან თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართება. წლევანდელი გალაკონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება - შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე, იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 710 თბილისში, 239 იმერეთში, 78 კი აჭარაში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
დღეს, ლიბერთი ბანკსა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ მემორანდუმის ხელმოწერით კიდევ ერთხელ განმტკიცდა 6 წლიანი პარტნიორობა და ლიბერთიმ კიდევ ერთხელ, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ‘ლიბერთი #გულით’ ფარგლებში, გამოხატა მზაობა 2021 წლის განმავლობაში საკუთარი ფინანსური სახსრებით ყოველთვიურად უზრუნველყოს ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.