დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმდინარე წლის ბოლო სხდომა ჩაატარა და გასული წელი შეაჯამა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემა „არენაში" ქვეყანაში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილებას, რომ არ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი ადამიანების პროვოკაცია უწოდა.
“დღეს ჯარი იმაზე ძლიერია, ვიდრე იყო 10 ან 1 წლის წინ. ქართველ ჯარისკაცს აქვს იშვიათი მებრძოლი სული, რომელიც თანდაყოლილი, გენეტიკური კოდია, რომელსაც ვერ გამოიგონებ. ეს არაა რობოტი, რომელსაც დააპროგრამებ. არსებობს ქვეყნები, რომელთა ჯარისკაცებსაც არ შეუძლიათ ომი, ბრძოლა, რადგან ბრძოლისუნარიანები არ არიან“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ ნატოსთან და აშშ-თან წარმატებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ სამხედრო მრეწველობის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ მიზნის მიღწევა ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთისა და აშშ-ის გამოცდილების გაზიარებით არის შესაძლებელი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმოების შექმნა არის კარგი და აპრობირებული გამოსავალი იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სწრაფი პროგრესი გვქონდეს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უპილოტო საფრენი აპარატების - დრონების წარმოების განვითარების შესაძლებლობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის ერთ-ერთი დიდ პროგრესად შეიარაღებისა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართულება დაასახელა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ კუთხით წელს თავდაცვის ძალების სრული მოდერნიზაცია დაიწყო. ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების კუთხით მან ებრაულ კომპანიაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და 1 წლის თავზე, 2021 წელს საქართველოს სრულიად განახლებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ექნება.
„ჩვენ გაცხადებული მიზანი გვაქვს - ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს მაქსიმალურად თავსებადი ნატოსთან. შესაბამისად, ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი, გაძლიერდეს, საბრძოლო მზადყოფნა იყოს განსაკუთრებით მაღალ დონეზე და გახდეს ნატოსთან თავსებადი ძალა, რაც შეიძლება მოკლე დროში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“. როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის უწყებაში გატარებული ყველა რეფორმა თუ სტანდარტი საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება. მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიღწეულ პროგრესს პარტნიორებიც აღნიშნავენ.
პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე, უჩვეულო გამოწვევებსა და მთავრობის მხრიდან მის ეფექტიან მართვაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „არენაში“ სტუმრობისას ისაუბრა. „წლევანდელი წელი იყო უჩვეულო, გამოწვევების სიმძლავრით, ვინაიდან ეს პანდემია მსოფლიოს დაატყდა თავს და კაცობრიობა ამისთვის მზად არ იყო. საქართველო, რომელიც პატარა სახელმწიფოა შეზღუდული რესურსებით, ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ისევე გამოუცდელი, როგორც დანარჩენი მსოფლიო. მათ შორის განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოები. ჩვენ წელი თავიდანვე ეფექტურად ვმართეთ და ის პირველი ტალღა, რომელიც იყო ძალიან მნიშნველოვანი, მთავრობას, სახელმწიფოს, ჯანდაცვას დაეგროვებინა გამოცდილება, გაგვეგო თუ რასთან გვქონდა საქმე, ეს პერიოდი წარმატებით გამოვიყენეთ. ყველა უწყება იყო ჩართული და პრემიერის კოორდინაციით, პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობითა და მთლიანად ხელისუფლება იყო ორგანიზებული, რომ პანდემიის პირველი ეტაპი, ის კრიზისი წარმატებით გვემართა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში საგზაო სამუშაოები 110 მისამართზე შესრულდა. ასფალტისა და ბეტონის საფარი ჯამში, 60 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ წელს 3,5 მილიონი ლარი დახარჯა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა-115, იმერეთი-301, ქვემო ქართლი-123, შიდა ქართლი-100, გურია-46, სამეგრელო-ზემო სვანეთი-138, კახეთი-107, მცხეთა-მთიანეთი-32, სამცხე-ჯავახეთი-25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-რვა. განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.