(GUARDIAN.GE) - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ირანს განსაზღვრული აქვს ურანის 20%-მდე გამდიდრება - ბირთვული ბომბის შესაქმნელად კი 90%-ია საჭირო. 2015 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად თეირანს გააჩნდა ვალდებულება, რომ ურანის გამდიდრება 4%-ზე დაბალ ნიშნულზე შეენარჩუნებინა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 183 თბილისში, 42 იმერეთში, 20 კი აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
(GUARDIAN.GE) ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა თავდაცვის ხარჯების კანონზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვეტო დაძლია და ასეთი რამ მისი პრეზიდენტობისას პირველად მოხდა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართა. წლევანდელი გალაკონცერტი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებული ფორმატის იყო - შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე იდგნენ, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენდა.
„მიილია 2020 წელი - წელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული წელი. ჩვენ, ყველას ერთად გლობალური პანდემიის წესებით მოგვიწია ცხოვრება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 დეკემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში უცვლელი დარჩა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსისა და საქართველოს მთავრობის N698 დადგენილების თანახმად, პირველი იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას, – ამ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.