საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. უკვე განსაზღვრულია სპეციალური ტრანსფერის ოდენობაც, რომელსაც მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღებს. ჯამში ეს თანხა 225 მლნ ლარს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, თბილისის მერია საკრებულოში მილიარდ 50 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას, კერძოდ, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით, 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მოწყობის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნები გამოიკვეთა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმს, დავით მრელაშვილს, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა და ჩართულია კახეთის რეგიონში იმ პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა პოზიციები ბევრ საკითხზე შეაჯერეს, დანარჩენებზე კი მოლაპარაკებები გრძელდება.
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. ამ ცვლილებებით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ფინანსთა სამინისტროდან გამოყოფილი ტრანსფერით, 20 მილიონი ლარით იზრდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ტელეფონით ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ზალკალიანი „ტვიტერში“ წერს.
არ მესმის, ახლა რა აზრი აქვს ძველ საქმეებზე საუბარს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გიორგისთვის კანდიდატის დაყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან, მიუხედავად მთელი, დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერისა,ის მეორე ადგილზეც კი ვერ გავიდა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ისინი არ აპირებენ მოლაპარაკებების შეწყვეტას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.