საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 დეკემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0205 პუნქტით გამყარდა.
ჩვენ ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პოლონეთის ელჩის წუხილს იმის შესახებ, რომ საქართველოში ევროკავშირის ფულით ჩინური კომპანიები ფინანსდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი - 1978 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.
პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქცია ისევ გრძელდება.
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაციისა და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პირველად საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და მარეგულირებელი ორგანოს არსებობის ისტორიაში, GDP-ის, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი გაიცა. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ხარისხის სერტიფიკატი, შპს „საფლაი ჯეო“-ს გადასცა. შპს „საფლაი ჯეო“, პირველი კომპანიაა, რომლის GDP ინსპექტირება, სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რეგულირების სააგენტომ, მათივე ნებაყოფლობითი მომართვის საფუძველზე განახორციელა.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ილია გიორგაძემ და საქართველოს პოლიციის ატაშემ ესპანეთის სამეფოში, შალვა შუბლაძემ შეხვედრა გამართეს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მიგრაციის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ელენა გარსონ ოტამანდისთან და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან, ანტონია მენა ლოპესთან.
„ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებებს საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ ტყუილად, არც „ქართული ოცნება“ და არც ელჩები, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
თუკი შეზღუდვების გაფართოების პერიოდში რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული, შესაძლოა, თვის ბოლოსთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განახევრდეს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩა N9-ში მდებარე სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარი ლოკალიზებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.