საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა ჯანდაცვის სექტორი ვეღარ შეძლებს კორონავირუსით ინფიცირებულების ადეკვატურ მართვას. აღნიშნულის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გასხვისდა ეკონომიკური და სტრატეგიული ობიექტები „ნაციონალური მმართველობის“ დროს რუსულ კომპანიებზე, პასუხის ნაცვლად არხის დახურვის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ აღმაშენებელის გამზირიდან სამტრედიის ქუჩამდე მარში მოაწყო. მსვლელობაში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერებმა და თანამოაზრეებმა მიიღეს მონაწილეობა.
კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ საზღვარზე დავით გარეჯის სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყოფილი ხელისუფლების ქმედებებზე „ქართული არხის“ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ ისაუბრა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, განსაკუთრებით დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსთან არსებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული არხის“ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ ისაუბრა.
„კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ეს არის დავით გარეჯის საკითხი,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართულ არხზე“ გადაცემაში „კიდობანი“.
„ქართული მხარე არაფერს განსაკუთრებულს ზედმეტს არ ითხოვს ჩვენი მოძმე ხალხისგან, ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი სახელმწიფოსგან, აზერბაიჯანისგან. ჩვენი ხელისუფლება მიყვება იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ შორის დაიდო,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.