2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა. გამარჯვებულს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა და გამარჯვება პირადად მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დედოფლისწყაროში 1 პირი - 1987 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საავადმყოფოში სამდღიანი ყოფნის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა და კორონავირუსზე მკურნალობას იქ განაგრძობს. თეთრი სახლის აივანზე მან ნიღაბი მოიხსნა და ისე გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.
თბილისის ცენტრალში განთავსებულ ე.წ. ოქროს ბირჟის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გაუფასურდა,
მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, „სტატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.
კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან ხუთი რუსთავს უკავშირდება, ინფიცირებულებს შორის ერთი-ერთი პირველკლასელია.
ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა ღირსეული სამხედრო სამსახურის წინაპირობაა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მახათას მთაზე ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დღეიდან დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.