3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართება. საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. 

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი საქართველოში პირველი, სახელმწიფოსაგან აღიარებული „ახალგაზრდული მუშაკის“ აკრედიტირებული პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო და პროგრამის პირველ მსმენელებს შეხვდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გუბაზ კობერიძე.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ყვარელში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  „აგროსთორი“ სამაცივრო მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის  პროგრამის მხარდაჭერით  ამოქმედდა. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი, მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

სრულად...

ხელვაჩაურში მომხდართან დაკავშირებით სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვის პროცესი. სამხედროები ზაფხულში, ასევე მსოფლიო ბრენდის „ლოვას“, ხოლო ზამთარში „ჰაიქსის“ მაღალყელიან ფეხსაცმელს გამოიყენებენ.

სრულად...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტები სწრაფ იზოლაციას (14 /დღით თვითიზოლაცია ან შესაბამისი პირობების არარსებობის შემთხვევაში, საკარანტინო სივრცეში) ექვემდებარებიან და PCR-ტესტი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩაუტარდებათ, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

სრულად...

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე დასუფთავების აქცია გამართა. კომპანიის თანამშრომლებმა აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი