გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ლაგოდეხში, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ.  ახალი საწარმო სახელმწიფოს და USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის  (G-HIP)  მხარდაჭერით შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შპს „კახეთის თხილი“ თხილის სარჩევს, საშრობსა და სასაწყობო  ცენტრს მოიცავს. 

სრულად...

2020 წლის 5 ოქტომბერს ქ. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის დაფინანსებით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის საკითხებზე - „ადამიანის უფლებები პლანეტისთვის“.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის ფინანსური მომსახურებებისა და ხაზინის მდივანმა - კრისტოფერ ჰუი ჩინგ იუმ ხელი მოაწერეს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ” შეთანხმებას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

სრულად...


„1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილ სემინარზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს ბრიფინგი გავუმართეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ვთხოვეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მხარი დაეჭირა სენატს".

სრულად...

ვაგრძელებთ ეკონომიკის, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დაწყებისას.

სრულად...

ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი  ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ბრიფინგი გამართეს. 

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის და მისი ცოლის, კარენის კორონავირსუზე კიდევ ერთმა ტესტირებამ ისევ ნეგატიური შედეგი აჩვენა. ეს უკვე მათი მესამედ ჩატარებული ტესტია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.მ. თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა და იქ ცენტრალური პარკი გაშენდება. აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ კახა კალაძემ განაცხადა. 

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი