„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ საარჩევნო სია ცესკო-ში უკვე წარადგინა.

სრულად...

ინფექციურ საავადმყოფოში თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება. 

სრულად...

პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

სრულად...

2020 წლის 1 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის კონტექსტში ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში: „ ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორები: მედეგობისთვის განვითარების დღის წესრიგის შემუშავება“ (Europe’s Eastern Partners: Building a Development Agenda for Resilience). ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ათწლიანი პერიოდის შეფასებასა და 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის შესახებ დისკუსიას ისახავს მიზნად.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" - მმართველი კომიტეტის მეხუთე შეხვედრას დაესწრო და სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.

სრულად...

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ინფორმაციას Facebook-ზე სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი არაიკ არუთიუნიანი ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0071 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

სრულად...

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება.  

სრულად...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა  საქართველოში რან გიდორიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი