თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების სხვა შემთხვევები კი სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.
საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის ვირტუალური კონფერენციის „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ პანელურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მონაწილეებმა მეცნიერების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ადგილობრივი მერიის დაფინანსებით ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა, მოწესრიგდა წყლის სისტემა და ტუალეტები და სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ინსპექტირების გავლის შემდეგ, საკლასო ოთახებში დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი საერთო ჯამში 6.8 მილიონზე მეტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ქვეყანამ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში. ინფრომაციას დასავლური მედია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.