თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 7x7-ზე საფეხბურთო ტურნირი - MASTER LEAGUE ჩატარდება.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ისე დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, რომ მას კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი საჭიროება არ ექნება.

სრულად...

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. გმირთა მოედანზე იმყოფებოდა ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს. ანდრი ტარანმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად საქართველო აირჩია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

სრულად...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამსახურებრივი გულგრილობის და თაღლითობის ფაქტზე დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.002 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იწყებს 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას. შენობა დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და მასში განთავსდება საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები, პირველ სართულზე არსებულ უძველეს მარანში მოეწყობა სამუზეუმო სივრცეები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები.

სრულად...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტურისტულ რეგიონებში მომატებული ტურისტების რაოდენობის გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით შეეხება ზღვისპირა კურორტებს, კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება.

სრულად...

დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული  გადაწყვეტილებით,  21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი