საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0052 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმისთან.
ბელარუსში საქართველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით საგარეო უწყება აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა საქართველოს ელჩის მყისიერი დაბრუნება მინსკში და იქედან გამომდინარე, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, ის სამთავრობო თვითმფრინავით გაემგზავრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიური რეზერვის პროგრამას, რომელიც ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას უზრუნველყოფს - ამის შესახებ დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განაცხადა. როგორც ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აქტიური რეზერვის პროგრამის წარმატებული განხორციელება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებითი, განსაკუთრებული შეზღუდვები მოქმედებს, მოსახლეობისთვის პირადი ჰიგიენური საჭიროების ნივთების და საკვები პროდუქტის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ხელმძღვანელობით სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
აჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი ქობულეთის კლასტერიდან არის. ვირუსი კაფე „ჰავანაში“ გამოვლენილ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ორ პირს დაუდასტურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.