საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, რომლებიც საქართველოს რეგიონებიდან ახალგაზრდებს მასპინძლობს და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი ჩართულობით საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება საქართველოს პრემიერ მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტს წარმოადგენს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0028 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

სახელმწიფო ფერმერებს 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სრულად...

პრემიერ მინისტრი ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის უცვლელად შენარჩუნებას, რაც, მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს.

სრულად...

გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, საიდანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელიც მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სრულად...

სტიქიური მოვლენების შედეგად  დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა - პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა.

სრულად...

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

სრულად...

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას BBC ავცრელებს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეზერვის პროგრამას განაგრძობს. დღეს თბილისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი