საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ეხმარება ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანებს, რომლებსაც COVID-19-ით გამოწვეული საფრთხე განსაკუთრებით ემუქრებათ.

სრულად...

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი კანდიდატი, მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან აქტივისტების მისამართით ხორციელდება მუქარა, ზეწოლა და ძალადობა, რაზეც პასუხისმგებელი თავად ბიძინა ივანიშვილია.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.001 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სრულად...

ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას ხვალიდან  შეძლებენ.

სრულად...

14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

სრულად...

2020 წლის 14 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმისთან.

სრულად...

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათკვირიანი კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის – „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, მინისტრმა  ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სრულად...

მე არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება, არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ეს სხვებს დასჭირდებათ თავშესაფარი! - ასე გამოეხმაურა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მის მიმართ განხორციელებულ მუქარას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი