რუსეთში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, რომელიც ნებას რთავს ვლადიმერ პუტინს ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს, ხმების 99.9%-ის დათვლის შემდეგ მოსახლეობის 77.93%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 21.26% იყო.

სრულად...

ახალი მომხმარებლების ქსელზე დაერთების მიზნით, ხუთშაბათს, 2 ივლისის 23:00 საათიდან ისნის რაიონში 7 300-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

სრულად...

ევროკავშირის მიერ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში საქართველოს შეყვანის შემდეგ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის თაობაზე ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს, – საზღვრების გახსნასა და რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნას აყალიბებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის და მისი გარემოცვის დანაშაულებრივი საქმიანობის შესასწავლად 300-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა მაინც იქნება საჭირო.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა.

სრულად...

დღეიდან სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ქართველ სამხედროებს მიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი