ამტვერებადი და აალებადი, ასევე, ნიადაგის დამაბინძურებელი მასალების წარმოება- დამუშავებისა და რეალიზაცია-განთავსებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან კონკრეტული ადგილები განისაზღვრება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სრულად...

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანიას, რომელსაც მუხიანის მე-4 მიკრო რაიონში დაახლოებით 1 000 კვ.მ.-ის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის ტენდერი ჰქონდა მოგებული, სამუშაოები ამ დრომდე არ აქვს შესრულებული და აღნიშნულ სივრცეში „აბსოლუტურად კატასტროფული მდგომარეობაა“.

სრულად...

თბილისის მერია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

„ქართული დესანტი“- ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ფოტოებს, სადაც კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა, საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და აჭარის ყოფილი ლიდერი ლევან ვარშალომიძეც იმყოფებიან.

სრულად...

საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმეტესობამ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარა და მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო.

სრულად...

„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ დღეისთვის მიღწეულმა შედეგებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, კერძოდ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება, ასევე სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯის კიდევ ერთხელ განმტკიცება.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველო შეყვანილი იქნა იმ ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირი პირველ ეტაპზე გახსნის დაკეტილ საზღვრებს. 

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge აქვეყნებს.

სრულად...

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახური მთაწმინდის რაიონში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემას მოაწყობს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის სამკურნალო წამლის, რემდესივირის მსოფლიოს თითქმის მთელი სამი თვის მარაგი წინასწარ შეისყიდა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი