ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა - ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, როდესაც გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე მაღალი დონის ექსპერტებთან მუშაობას განაგრძობს - Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი და მერის მოადგილე არტავაზდ ტონოიანი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალაქ ნინოწმინდის ქუჩების - გაის, გოგოლის, ბაღრამიანის მოასფალტების სამუშაოებს გაეცნენ.
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალი ელჩი, მარკ კლეიტონი იქნება. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 24 საათის განმავლობაში არ გაზრდილა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge-ზე აქვეყნებს.
ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ი დღევანდელი მონაცემებით 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61% ანდროიდის, ხოლო 39% iOS-ის მომხმარებელია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მას ხელახლა არჩევნებში დახმარებოდა, აცხადებს ახალ წიგნში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი. მისი თქმით, ტრამპს უნდოდა, რომ ჩინეთს ამერიკელი ფერმერების წარმოებული სასოფლო-სამეურენო პროდუქცია შეეძინა, როგორც ამას აშშ-ის მედია წერს, რომელსაც გასაყიდად გამზადებული წიგნის დეტალები აქვს განხილული.
„დღეს კიდევ ერთი გამაოგნებელი მავნებლობის მომსწრეები გავხდით! მართალია არ არის ახალი ამბავი, რომ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს სძულს, ეზიზღება განათლება და ყველაფერი რაც არის დაკავშირებული განათლებასთან, მაგრამ უკვე ყველაზე უარეს მოლოდინსაც გადააჭარბეს. გადაწყვიტეს „მასწავლებლის სახლი“ გადასცენ სუსს.
გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი ისე არის ჭკუიდან გადასული“, რომ „დესტაბილიზაციაზე და ქართული სახელმწიფოს განადგურებისკენ მიდის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.