ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, რეალურად, ენერგიით სავსე ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა ყოველთვის შეძლებს, საქმე აკეთოს, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ორი იმპორტირებულია, ხოლო ერთი ერთი სამედიცინო პერსონალია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ქურდობის ბრალდებით, გორში დააკავეს.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ახალ რეგულაციებზე მუშაობას ასრულებს, - პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილება საერთაშორისო ტურიზმის გახსნის აუცილებელი პირობაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. თბილისში დააკავეს.
ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა, გულის შეტევით, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება BBC ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით.
მოძრაობა „ხალხისთვის“ და მისი ლიდერი ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა სხვადასხვა მეთოდით იბრძვიან დამოუკიდებელი მედიის შესანარჩუნებლად. მოძრაობა უერთდება 26 ივნისის აქციას - „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად“.
რეგლამენტში აბსოლუტურად ჯანსაღი ცვლილებები შედის, თუ არ გინდათ პროგრესი, დარჩით თქვენს რეგრესში, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას.
დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, დიდუბესა და დიღმის მასივში 23 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.