2020 წლის 9 ივნისს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შორის, ლიეტუვას მხარის ინიციატივით. საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის არსებული დინამიკა და სამომავლო პრიორიტეტები, რაზეც 11 ივნისს გაიმართება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და პარტნიორობის ამბიციური მიზნების დასახვასა და განხორციელებაში ერთობლივ ძალისხმევას. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა დეტალურად გააცნო კოლეგას ქართული მხარის პრიორიტეტები.
განათლების კოალიციასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას CK-12-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმისა და რესურსების შექმნას.
აგარის შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველია, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდა. ქარხანაში 500 ადგილობრივია დასაქმებული და პროდუქციის დღიური წარმადობა 500 ტონამდეა. რაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დიდი ნაწილის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0843 პუნქტით გაუფასურდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საბაჟოში შიდასასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორ ჰანს კლუგეს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
„ყველას მოგეხსენებათ, რომ კოვიდინფექციით შექმნილმა ვითარებამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა განათლების სისტემა. მთელი მსოფლიო ინტერესით აკვირდებოდა ყველა იმ პროცესს, რომელიც განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად განხორციელდა. სწორედ განათლების სფერო აღმოჩნდა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება უმძაფრესი გამოწვევა განვითარების შესაძლებლობად ვაქციოთ. მიუხედავად მრავალი სირთულისა, ტრადიციული ფორმიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ხარისხით და მასშტაბებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესოთა შორის დასახელდა. უმაღლესი განათლების ხარისხზე ზრუნვა სწორედ საგამოცდო სისტემის გამართულობიდან იწყება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, განისაზღვრა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ვადები და უსაფრთხოდ ჩატარების წესები.
მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.