საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის, ეს დაკავშირებულია ეპიდმდგომარეობასთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, – განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა.
ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, კაპიტალურად შეკეთდება 1 000 კვ.მ ფართობი, სადაც ამორტიზებულ ასფალტს ახალი ორფენიანი საფარი შეცვლის. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე, ტროტუარი და ბორდიური მოეწყობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის კომპენსაცია იმ ადამიანებსაც შეეხებათ, რომლებიც დეკრეტში იყვნენ და შესაბამისად, 2020 წლის პირველი კვარტლის ერთ-ერთ თვეში ხელფასი საერთოდ არ დარიცხვიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ღია წერილი გამოუგზავნა, რომელშიც უმაღლეს შეფასებას აძლევს მინისტრის ხელმძღვანელობით განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს.
დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, ფიჭვები ხვალ ვარაზისხევის მიმდებარედ არსებულ ფერდობებზე მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღიხეები დაირგვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.