საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ დააკვირდება „როგორ დააკავებენ ახლა მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ კომენტირებისას თქვა, რომ იგი „იგი უკრაინიდან თმების თრევით სამარცხვინოდ გააძევეს“ და „რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სასურსათო დახმარება გადაეცათ.
გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე და ელჩის გამოწვევაზე კონსულტაციებისთვის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ეროვნული ღირსებისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა. ფაქტს საგარეო უწყებაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ნინუა სამინისტროდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. მათივე თქმით, მან სხვა სფეროში თანამშრომლობის შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0068 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენციისას გახდა ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.