საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყაროები ცნობილია.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი (აქიაშვილი) აცხადებს, რომ ძამას ხეობაში მიწები იმიტომ შეისყიდეს, რომ „უცხოტომელები შემოდიოდნენ და მათ უნდა ეყიდათ ეს მიწები და ჩვენ ეს სპეციალურად გავაკეთეთ, რომ ეკლესიას დარჩენოდა. ეკლესიის მიწა იგივე ერის მიწა არის. თუკი დაჭირდა ქვეყნას, ჩვენ ქვეყანას მივცემთ ამ მიწებს“.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 მაისს, 06:00 საათიდან 12 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, სადაც ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება დაიწყება.
2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დააკმაყოფილა მომჩივნის პრეტენზიები 2007 წელს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საქართველოსა და საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა.
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 288-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი, stopcov.ge აქვეყნებს.
ცნობილმა ქართველმა კინომსახიობმა და საესტრადო მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის თაობაზე დადებითად შეაფასა და „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ ზელენსკი-სააკაშვილის ტანდემი ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის პრივატიზაციის შედეგად, ადგილზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი კი 5 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება. ამასთან, მყიდველს ექნება, მინიმუმ, 2 მილიონი ლარის ვალდებულება სპორტული კომპლექსის მოსაწყობად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. შესაბამის განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.