საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 215 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევა მას, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
„რასა ვთხოვთ, 800 ევროები გვინდაა?.. მიკომენტარებენ, შენ ფულს გიხდიან და იმიტომ ხარ ჩუმადო... არა ჩემო ძვირფასებო, მე საბერძნეთში ვარ და უმუშევარი, არავის კაპიკი არ მოუცია ჩემთვის; საქართველოში არ წავედი იმიტომ, რომ არ დამემძიმებია ჩემი ქვეყანა“ - ლამარა ხარაზი
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 103 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
გახსნის იმ გეგმით, რომელიც გასულ კვირას წარმოვადგინეთ, ღონისძიებების შემსუბუქების ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე - შესაძლებელია, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდეთ უფრო ადრე, ან - უფრო გვიან, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
ბორის ჯონსონმა გამოამჟღავნა, რომ იმ დროს, როცა იგი კორონავირუსზე სახლის პირობებში მკურნალობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს და სერიოზულად იყო ავად, „გაუთვალისწინებელი დამატებითი გარემოებების გეგმა“ შედგენილი იყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს, რომელიც მათ მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.
კახეთის რეგიონში 2 მაისის დღის მეორე ნახევარში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენებით მასშტაბური სეტყვასშიში ატმოსფერული პროცესები მაქსიმალურად იქნა შემსუბუქებული.