კორონავირუსისგან განკურნებული ოჯახის სახელით, ზურაბ გეგენავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მთელმა მისმა ოჯახმა „44 დღის განმავლობაში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი“ გადაიტანა.
ახალი კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ხობში ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავების პროცესი გრძელდება.
კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ კვირების განმავლობაში უწყვეტი სპეკულაციების შემდეგ სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო KCNA-მ შაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფხენიანის ჩრილოეთ ნაწილში მინერალური სასუქების ქარხნის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო, რაც ქვეყნის სახელმწიფო მედიის მიერ 12 აპრილის შემდეგ პირველად გავრცელებული ინფორმაციაა უზენაესი ლიდერის გამოჩენის შესახებ.
2018 წლის ნოემბერში გაერო-ს ეგიდით 17 ქვეყნის 22 სპეციალისტი ეწვია ლუგარის ლაბორატორიას და მისი ინსპექტირება მოახდინა. დაიდო დასკვნაც, რომლის მიხედვით საქართველო "ბაქტერიოლოგიური და მომწამლავი იარაღის შემუშავების, წარმოების და დაგროვების აკრძალვის შესახებ საერთაშოირსო კონვენციას" არ არღვევს, რომლის წევრიც 1996 წლის მაისიდან ვართ.
99%-იანი ალბათობით, კიმ ჩენ ინი გარდაცვლილია, - განაცხადა სამხრეთკორეულ სააგენტოსთან Yonhap-თან საუბრისას ჩი სონ ჰომ, რომელიც 2006 წელს ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცა და ახლა სამხრეთ კორეის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობს.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ხობის ჰოსპიტალში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0137 პუნქტით გამყარდა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარით დაეხმარა. საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით შეძენილი ნივთები დიდი ბრიტანეთს თავდაცვის ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკმა ენტონი ბრუმველმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ლაზარეთს პირადად გადასცა. მან თავდაცვის სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.