კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს, რომ 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 21 საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვანესია ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, ვინაიდან 5G ინტერნეტი, აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა. მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომისიამ მასშტაბური სამუშაო უკვე ჩაატარა, უახლოეს მომავალში კი 5G ქსელისა და მომსახურებებისთვის საჭირო სიხშირული სპექტრის გასაცემად აუქციონი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, კომისია კომპანიებისთვის გარკვეული ვალდებულებების ნუსხას განსაზღვრავს, სატელეკომუნიკაციო კომპანიები კი 5G ტექნოლოგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გამართავენ.

სრულად...

„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ეფექტური და წარმატებული აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვეშვათ და ასე ვთქვათ ჩვეული რეჟიმით გავაგრძელოთ ცხოვრება“-ამის შესახებ საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

სრულად...

„ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ და აღვასრულებთ მთავრობის გადაწყვეტილებებს პოლიციასთან ერთად“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ სტუმრობისას და ეპიდემიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალების მონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

სრულად...

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო. სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონიძიებები დავგეგმე, რომელიც ჩემ გუნდთან ერთად წამოვიწყე და მას წარმატებით მივყვები", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“. 

სრულად...

30 საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, ზომიერი მატებით ქვეყანაში რყევები არ გვექნება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

სრულად...

უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელიც ეკლესიაში სანთლებს ყიდდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 336-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის და საქართველოში ოპერაციების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა.

სრულად...

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები, რომელიცპირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო,ამჯერად, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩის ნაწილზე ჩატარდა.

სრულად...

გერმანელი მეცნიერები ჩვეული აკურატულობით, სიზუსტით, მეცნიერულად, ფუნდამენტურად, ემოციების გარეშე "ანგრევენ" ეპიდემიის მედია-მითს. გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF -ზე ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ ჰენდრიკ შტრიკის (Prof. Hendrik Streeck) კვალდაკვალ გამოდის ჰამბურგის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორი, პათოლოგანატომი პროფესორი კლაუს პოიშელი (Prof. Klaus Peuschel) და ისინი აცხადებენ:

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი