საქართველოში კორონავირუსი 73 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

სრულად...

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 800-ს მიაღწია, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები კი დაახლოებით 55 000-ს შეადგენს. ყველაზე მეტი დარტყმა ნიუ იორკის და კალიფორნიის შტატებმა მიიღეს. ბევრმა შტატმა დახურვის სხვადასხვა დონის შესახებ გამოაცხადა.

სრულად...

პროფესორი, ეკონომისტი მიხეილ ჯიბუტი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო ინტერვენციები (აშშ დოლარის გაყიდვა სებ-ის მიერ) სავალუტო რეზერვების უშედეგო ხარჯვაა, თუ არ მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის ძირეული გადახედვა საგანგებო მდგომარეობის გამოწვევების შესაბამისად და საგანგებო ბიუჯეტის მიღება.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო ენერგიულად გაიმეორა წინათ გაკეთებული განცხადებების პათოსი და თქვა, რომ ამერიკამ დაუყოვნებლივ უნდა გახსნას თავისი ეკონომიკა და პასუხისმგებლობა ჯანდაცვის ექსპერტებს გადააბრალა. „თქვენ შეიძლება გაანადგუროთ ქვეყანა მისი დახურვით“, განაცხადა ტრამპმა.

სრულად...

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე აკონტროლებენ. ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი. სამხედროები მეორეხარისხოვან გზებს 24 საათის განმავლობაში დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებით აკონტროლებენ. 

სრულად...

ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად, რადგან სიტუაცია აქამდე ისე მოვიტანეთ, რომ საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ჯერჯერობით სიკვდილის მაჩვენებელი ნული აქვს, ეს პროპორცია გვინდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა POSTV-ის ეთერში.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდი stopcov.ge-ზე ავრცელებს.

სრულად...

დღეს ღამით, 24:00 საათიდან დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა დაიწყება.  დეზინფექცია ჩატარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.

სრულად...

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა  და სპეციალისტთა ჯგუფები თბილისსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი