ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოხალისეთა ჯგუფის წევრებს კორონავირუსის პრევენციის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.

სრულად...

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომ უზნეობაა, ოპოზიციამ „ასეთ დროს“ პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე იფიქროს, იყო ფარისევლური და დემაგოგიური, - აცხადებს პროფესორი, სააკაშვილის ხელისუფლების განათლების მინისტრი გია ნოდია.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0509 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს; არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოქალაქეთა  მომართვიანობა  მაღალია და შეზღუდული რესურსის მიუხედავად, ხდება მათი ოპერატიული დახმარება.

სრულად...

საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილებით, საქართველოში იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან. მაგალითად, როგორიც არის ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა უპოვართა სახლის იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, სახლში საკვები მიართვეს.

სრულად...

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ახალი კორონავირუსის პრევენციის კუთხით ხობის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო მარნეულისა და ბოლნისის ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

სრულად...

„არ გაგიკვირდეთ, თუ დღეს აფთიაქებში პლაქვენილი აღარ არის და ხალხმა ის რიგითი პროდუქტივით მოიმარაგა... ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც სახლში პროფილაქტიკის მიზნით აპირებს მიღებას“, წერს „ფეისბუქზე“ ნათია პეტრიაშვილი-ბარქაია და 2009 წელს იხსენებს, როცა H1N1-ით, „ბავშვი 42 სიცხით, მძიმედ მყავდა და ღამის 3 სთ-ზე ვიღაცას ბინაზე ავადექით, ტირილით ვთხოვდი, რომ 3 მლ/გრ ტამიფლუ ჩამოესხა, რომ ბავშვი გადამერჩინა“.

სრულად...

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი კიდევ გადაიდო, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ #181-ე დადგენილებაშია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი