ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის ინფექციამ 87 000-ს გადააჭარბა, ჩინეთში კი შემთხვევების რაოდენობა 80 860-ზე შეჩერდა. მაშინ როცა შეერთებული შტატები და ევროპის უდიდესი ნაწილი კორონავირუსის აფეთქებას ებრძვის, ჩინეთმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ მხოლოდ 6 ახალი ინფიცირებაა გამოვლენილი და ექვსივე იმპორტირებული შემთხვევაა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0176 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს.

სრულად...

კორონავირუსის მასობრვი გავრცელების საფრთხის ფონზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატებიც ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამერიკელებმა ახალ რეალობაში გაიღვიძეს - სკოლები, რესტორნები, ბარები, თეატრები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები დაკეტილია, ხოლო გაღებული სუპერმარკეტების თაროები პროდუქტებისაგან თითქმის დაცარიელებულია, ბიზნესის არაერთმა სექტორმა დროებით შეაჩერა მუშაობა, რითაც მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხე დადგა. 

სრულად...

პრემიერ მინისტრის დავალებით, ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

სრულად...

„ლიბერთი ბანკში“ პენსიის დარიგება მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს. რო­გორც ბან­კში აცხა­დე­ბენ, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, "ლი­ბერ­თი ბან­კის" სერ­ვის ცენ­ტრებ­ში ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა დე­ზინ­ფექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ბან­კო­მა­ტე­ბი და სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი იწ­მინ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად.

სრულად...

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ეძებს გზებს, ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობას, - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

მისასალმებელია მთავრობის ნაბიჯები ვითარების მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს პანდემია, ჩვენ უნდა გვქონდეს როგორც საშუალო ისე, გრძელვადიანი გეგმა კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისის სოციალური და ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

სრულად...

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შესანელებლად  ბრიტანეთი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით ლიბერალურ მიდგომას ამჟღავნებს, რაც კონკრეტული შემთხვევებიდან ფოკუსის გადატანას ზოგად რეკომენდაციებზე გულისხმობს. 

სრულად...

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად მთელი რიგი გადაწყვეტილებების შესახებ გამოაცხადა.  

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი