კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს - ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სრულად...

20 მარტის 24 საათიდან საქართველო-თურქეთის მიმართულებით ფრენები იზღუდება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

„ქვეყნები თავის თავში იკეტებიან ისე, როგორც არასდროს... მე მგონი, ეს უფრო დიდი გამოწვევაა ევროკავშირის იდეისთვის, ვიდრე თუნდაც ბრექსიტი... კორონავირუსი გახდა ნაციონალიზმის გაძლიერების მძლავრი ფაქტორი“, ასე აფასებს „ფეისბუქზე“ პროფესორი გია ნოდია ახალი კორონავირუსის აფეთქების გამო ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს.

სრულად...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში არსებული მდგომარეობის შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს „მთავარი არხი“. ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ კორონავირუსისადმი გარკვეული შიშის მიუხედავად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მთელი მედპერსონალი საოცარი თავდადებით ემსახურება თავის პროფესიას და „საშინელი ინფრასტრუქტურის პირობებში“ მუშაობის მიუხედავად, „მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ქვეყნების დონეზე ხდება ჩვენთან ინფექციური სნეულებების მართვა“.

 

სრულად...

რა კორონა და რის ვირუსი? არ მინდა შეგაშინოთ ისედაც მუდმივ სტრესში მყოფი საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ საქმე გაცილებით მძიმედაა... ჯერ კიდევ 1993 წლიდან ქართველი ონკოლოგები აფრთხილებდნენ საზოგადოებას დამდეგი საფრთხის შესახებ და იუწყებოდნენ, რომ იმპორტირებული ფქვილით დამზადებული პური, გამოიწვევდა სიმსივნურ დაავადებებს. სწორად მიხვდით - ბურჯანაძის ფქვილზეა საუბარი, რომლის რეინკარნირებასაც ცდილობს ყოფილი რეჟიმი“, წერს სოციალურ ქსელში პარტია „ლიბერალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე.

სრულად...

იტალიის და ესპანეთის შემდეგ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა გამოვლინდა საფრანგეთში. ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა „France 2“-ს უთხრა, რომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 400 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან თითქმის 1 000-ზე მეტი მხოლოდ შაბათს.

სრულად...

ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში, კორონავირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად კომენდანტის საათი დააწესა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში უქმეებზე სრული ქაოსი იყო შექმნილი. ათასობით ადამიანი საათების განმავლობაში იდგა გადაჭედილ რიგებში, ვიდრე საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შემოწმებას გაივლიდა.

სრულად...

იტალიამ კორონავირუსით დაღუპულთა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იქ 368 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან ლომბარდიის რეგიონში 252, საერთო ჯამში კი ახალ კორონავირუსს იტალიაში უკვე 1 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სრულად...

კორონავირუსით იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი