პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
პოლონეთის მთავრობის 15 მინისტრი კარანტინშია მოთავსებული მას შემდეგ, რაც 29 წლის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი გამოუვლინდა, განაცხადა პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
„მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას შეეხება - თითოეული ასეთი შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რის უფლებაც ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ახლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქ. N2/5-ში ამორტიზებული სახურავი იცვლება. სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრების სრული მხარდაჭერით - 8 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ ნინო ქადაგიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხვალიდან, 18 მარტიდან, აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე და დაამატა, რომ ეს აკრძალვა არ შეეხება თბილისის სხვა მუნიციპალურ ტრანსპოორტს - მეტროს და ავტობუსებს.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ტექნიკური ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.