კომუნიკაციების კომისია მიმართავს ყველა მობილურ ოპერატორს არ დაუშვან კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება. ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ უკვე დაავალა მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა ავტორიზებულ პირს უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. კერძოდ, კომისიამ ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება დაუყონებლივ შეუზღუდონ სმს (A2P) შეტყობინებების გავრცელება არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მობილური ოპერატორების სერვისით და საზოგადოებას შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიან.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საკონკურსო დოკუმენტაციის (მ.შ. განცხადების, საპროექტო განაცხადისა და სხვა მოთხოვნილი დანართების) მიღებას განახორციელებს ელექტრონულად, მისამართზე culturesupport@mes.gov.ge
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში არდადეგები გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული არდადეგების მიუხედავად, იმისათვის, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ შეიზღუდოს, სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები და გეგმა, რომელიც განიხილა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან.
საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 18 მარტის 00:00-დან და ძალაში იქნება ორი კვირის განმავლობაში.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული შ.ო., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, 2020 წლის 31 მარტს - 1 აპრილს დაგეგმილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გადაიდო.
რუსეთმა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალა, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. მთავრობის განცხადებით, აკრძალვა 18 მარტს შევა ძალაში და 1 მაისამდე გაგრძელდება. გამონაკლისი გაკეთდება დიპლომატებისა და მუდმივი რეზიდენტებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ამ წუთებში თეთრ სახლში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელია, რომ გაგრძელდეს „ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც“.
საფრანგეთში სამშაბათ შუადღიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იძულებით კარანტინი ცხადდება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი სატელვიზიო მიმართვისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.