შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ბოლო 24 საათში 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.
პრემიერ მინისტრს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ, - აღნიშნული დავალება გიორგი გახარიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გასცა.
შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან საზღვარზე შეზღუდვები დაწესდება, - გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ჭელიძის ქუჩის მონაკვეთზე გზის მოწყობა სრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებისას დისკომფორტი ექმნებოდათ.
საქართველოში კორონავირუსის გადაცემის მესამეული ფაქტი დაფიქსირდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეო-კონფერენცია გაიმართა.
14-17 მარტს ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალებზე კომუნალური გადახდებით ლიბერთის ნებისმიერი მომხმარებელი უფასოდ შეძლებს სარგებლობას. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად განვტვირთოთ ჩვენი სერვის ცენტრები იმისთვის, რომ მომხმარებელს ხელი შევუწყოთ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს და მის გუნდს მადლობას უხდის ონის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.