დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ახალი კორონავირუსი დაუდგინდა და მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის.
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეიდან ბოლო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება, რაც დაახლოებით, 350 მეტრია.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა უკვე 12-ს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია კორონავირუსის სპეციალურ ვებ-გევრდზეა განთავსებული.
მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია. „საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი", - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო კომპლექსური გახდება, - ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
რეტროგრადი ციციკორე სოფლის თვითმარქვია პატრონია, რადგან ციციკორესათვის სოფელი არავის ჩაუბარებია... - ლიბერალი ციციკორეც საზოგადოების თვითმარქვია მოძღვარია, მისთვისაც არავის დაუვალებია საზოგადოებაზე ზრუნვა... - რეტროგრადი ციციკორე კერპი კაცია, როგორც ლეონიძეს უწერია, - “რკინა გადნებოდა მისი მზერის ქვეშ”-ო..
კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.
ნინოწმინდის მერის მოადგილეები - ალექსანდრე მიქელაძე და არტავაზდ ტონოიანი მერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორ ტიგრან ეღოიანს, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანლებს, ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.