ბარათაშვილის ქუჩაზე, ხვალიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულ ქუჩაზე 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაციაა გამოყოფილი, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება ფასიანი იქნება (1 საათი - 1 ლარი). 

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან კვირას გამართულ შეხვედრაზე, სადაც საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება იქნა მიღწეული, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის წარმომადგენლებზე, „რომელზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, რაიმე შეთანხმება პარტიებს შორის გუშინ არ ყოფილა არც მიღწეული, არც ხელმოწერილი და არც დადასტურებული“.

სრულად...

იმ შემთხვევაში თუკი 2020 წლიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, მაშინ ის იმავე პრინციპით ჩატარდება, როგორითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ანუ 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.

სრულად...

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე მიღწეულ შეთანხემებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე მოდელით, 1%-იან საარჩევნო და 40%-იანი უმრავლესობის დასაკომპლექტებელი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ“.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი: 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და 1995 წელს დაბადებული გ.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული პირი შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

ლიბერთის საგაზაფხულო აქციაში - ‘თქვენს გზავნილზე საჩუქარია’ მონაწილეობას მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც ყველაზე ხშირად გააგზავნის ან მიიღებს ნებისმიერ საერთაშორისო ფულად გზავნილს. ყოველ მეხუთე და მეათე საერთაშორისო გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე, მომხმარებლები მიიღებენ სპეციალურ ბრენდირებულ საჩუქრებს, ყველაზე აქტიური მომხმარებლები კი ყოველთვიურ ფულად პრიზებს და აქციის დასრულებისას, 3 ივნისს,  ყველაზე აქტიური 200 მომხმარებელი მიიღებს 500 ლარიან ანაბარს.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე დადგენილების პროექტის მიღებას გეგმავს. დადგენილების პროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მოამზადა, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი