უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პანიკა გამოიწვია იტალიელი ვიზიტორების სტუმრობამ, რომელთა მიმართაც გავრცელდა სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანები იყვნენ „ახალი კორონავირუსის (COVID-19)“ მატარებლები.
საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან რეგიონში განხორციელებული სამუშაოებთან და კორონავისურის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმება 120/30 მოდელთან დაკავშირებით ვერ შედგება თუკი „არ იქნება გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი და არ იქნება შეჩერებული დევნა“.
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა მანუჩარ მერებაშვილმა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მუშაობდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგს გადიან. ტრენერთა ტრენინგი დღეს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნეს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რომელიც ამ ორ უწყებას შორის არსებობს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ., დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქუჩაზე მიმდინარეობს.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო. პროგრამის მიზანი შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.