საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
იტალიაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 107-ამდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2 706 შეადგინა, იტყობინება BBC ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით. მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლისა და უნივერსიტეტის 2 კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქებას უკავშირდება.
ვირუსი სიცხით და ციებ-ცხელებით იწყება, მას მშრალი ხველება მოჰყვება, ერთი კვირის შემდეგ სუნთქვის უკმარისობა იჩენს თავს და ზოგიერთ პაციენტს საავადმყოფოს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ესაჭიროება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმს ხელი მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანისა და ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ფიქრია თორიას მიერ მოეწერა ხელი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორი, სურსათის უსაფრთხოების ინსპექციის ინსპექტორები, მუნიციპალიტეტში ხორცით მოვაჭრეებსა და პურის მცხობელებს შეხვდნენ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.
„სტერეოტიპების არსებობის მიუხედავად, აღსანიშნავია პროგრესი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით. დღეს, მსოფლიოში უფრო მეტ ქალს უჭირავს საჯარო თანამდებობა და მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება - 1992 წლიდან, როდესაც პარლამენტში ქალთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 6% იყო, 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა.
მაიკლ ბლუმბერგმა აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობის მარათონი დაასრულა მას შემდეგ, რაც სუპერ სამშაბათს სავალალო შედეგები აჩვენა. „სამი თვის წინ მე მარათონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ჩავები. დღეს, მე ვტოვებ ამ მარათონს იმავე მიზეზით“, განაცხადა ბლუმბერგმა.
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტში მწვერვალ თეთნულდის მიმდებარე ფერდზე, ზვავი ჩამოწვა. ზვავში მოყვა ტურისტთა 6-კაციანი ჯგუფი, რომლებიც აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ. ყველა მათგანი ესპანეთის მოქალაქეა.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყრება. ღონისძიება 5 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.