პირადად მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არ დავუშვებ ცილისწამებას, რომელიც სწორედ საქართველოს (და არა ცალკეულ პოლიტიკურ ძალას) უთხრის ძირს, მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის და საკუთარ არჩევანს, კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს გადაუხვევს. ამაში ყველას შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებული, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საინჟინრო ბატალიონის სპეციალური ქვედანაყოფისა და სადეზინფექციო ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით საფუძვლიანად დამუშავდა ყაზარმები, სასადილოები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ლიფტები და კიბის უჯრედები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ოჯახს 2011 წელს ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფიროსმანის ტილო დაუბრუნდა.
იტალიის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლასა და უნივერსიტეტს 2 კვირით დახურავს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქებას უკავშირდება, იტყობინება BBC ახალი ამბების სააგენტო „ანსაზე“ დაყრდნობით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებო, საზოგადოებრივ ცენტრს“ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეხუთე როტაციას განახორციელებს. სამხედრო მოსამსახურეები ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა, სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის ბაღში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებს დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდმარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი დათო ღადუა გაეცნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან - თემურ მღებრიშვილთან და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ბორჯომში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესო ამირანაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.