საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ბოლო პერიოდში დაახლოებული პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, რომელიც ვალერი გელბახიანთან ერთად მასთან შეხვედრაზე კიევში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ „სააკაშვილი არის ძალიან გავლენიანი, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოში“.
თავდაცვის ძალები საქონლის ხორცის შემდეგ ასევე, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს. 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან. დღეიდან კი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული - ახალი, გაცივებული) შეისყიდის. თავდაცვის ძალები დღემდე ქართული გაუყინავი ღორის ხორცით არასოდეს მომარაგებულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარი სრულად ქართული წარმოების საქონლისა და ღორის ხორცით მომარაგდება.
საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია, რის გამოც ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის, - აღნიშნულის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
ირანში, სადაც ბოლო დღეებში კორონავირუსმა მძლავრად იფეთქა და უკვე15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და ასევე ერთ-ერთი დეპუტატის შემოწმებამ ახალ ვირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა. ირანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ სამიდან ერთ-ერთი ცხელი წერტილია, სადაც შიშობენ, რომ ვირუსი შესაძლოა პანდემური გახდეს.
ვიცი, რომ ყველა ნორმალური ადამიანი ამას განიცდის და არც მე ვარ გამონაკლისი, ძალიან მტკივა გული ასეთ ამბავს რომ შევიტყობ, თითქოს, რაღაცაში ვადანაშაულებ საკუთარ თავს. ალბათ, ეს ჩემი ასაკის ბრალიცაა.
დავით როსტომაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორად 2012 წლის თებერვალში დაინიშნა და უკვე 8 წელია რაც ორი - აზერბაიჯანული და ქართული სექტორისაგან შემდგარ სკოლას უდგას სათავეში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კორონავირუსი მათ კარზე დააკაკუნებს, - განაცხადა დღეს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალს შეხვდა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის პრაქტიკა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის არის მნიშვნელოვანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.